ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ 2018-11-26T20:36:11+00:00

ILITEK ერთ-ერთი  წარმატებული, ინოვაციური, დინამიურად განვითარებადი ქართული ბრენდია ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროში. კომპანიის მაღალკვალიფიციური გუნდი ყოველდღიურად ცდილობს მაქსიმალურად დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნები და საქართველოს ბაზარს შესთავაზოს უმაღლესი ხარისხის ტექნიკა, მისაღებ ფასად, სრული გარანტიით.
ჩვენმა ჯგუფმა საქმიანობა მსხვილი ავსტრიული კომპანია Timetron-ის პროდუქციის იმპორტით დაიწყო. სულ მალე გუნდმა გააფართოვა თავისი ბიზნეს არეალი და ისეთ მოწინავე კომპანიებთან გააფორმა ხელშეკრულებები, როგორებიცაა: Golder Electronics, TCL, CUORI, ChangHong Electronics, და სხვები. ამ შეთანხმებების საფუძველზეკომპანიამ დაიწყო ელექტრო ტექნიკის დამზადება თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ევროპისა და აზიის მოწინავე ქარხნებში. 
ILITEK-ის პროდუქტი ხელმისაწვდომია ნებისმიერ ქალაქში, ნებისმიერ ტექნიკის მაღაზიასა თუ ჰიპერმარკეტში თქვენთვის სასურველ ფასად. კომპანია ყოველწლიურად თავის შემოსავლის 30% ხარჯავს სერვისის გაუმჯობესებაში, რადგან ჩვენი როგორც ძლიერი, პროფესიონალი ჯგუფის მიზანია ქართული ბიზნეს სექტორის განვითარება.

2013 წლის სექტემბრიდან კომპანიის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება თითოეული გაყიდული პროდუქტიდან მიღებული შემოსავლით შექმნას ფონდი, სამუშაო ჯგუფისათვის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

ILITEK – ეს არის ბრენდი, რომელიც ინოვაციური ტექნოლოგიების საშუალებით ადამიანის ცხოვრებას უფრო მარტივსა და კომფორტულს ხდის. ILITEK-ის პროდუქტი ზოგავს ფულს, დროსა და ენერგიას. 

ILITEK ყველა ოჯახში – თქვენი იღბლიანი არჩევანი! 

ILITEK თანამშრომლობს და ოფიციალური დილერია საერთაშორისო ბაზარზე მომუშავე ისეთი მსხვილი ბრენდების როგორებიცაა: Vitek, Vinzer, Maxwell, Rondell, FIRSTaustria, Moulinex, Tefal, Rowenta, ballarini  და ა.შ.